ჩემი დის რჩეული მამაკაცის მიმართ გრძნობები მქონია - სალომე ღვინიაშვილი

  • 7 ივლისი 23:13

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ამბობს რომ, დის რჩეული მამაკაცის მიმართ გრძნობები ჰქონია.

„მაშინ პატარა ვიყავი, დაახლოებით მეექვსე კლასში. ჩემი და იქნებოდა მე-9-ში და ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც თათულის ტოლი იყო. ერთხელ რომ მივედი სახლში, თათულის დღიურში ვნახე ამ ბიჭის ფოტო და გული, რითაც მივხვდი რომ თათულის უყვარდა და ამის გამო გული ძალიან მეტკინა.“- ამბობს სალომე ღვინიაშვილი.


ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. 


2002 წლიდან იყო სააგენტო „ნატალის“ მოდელი.


2005-2006 პარიზის სააგენტო Numero-ს მოდელი. მიღებული აქვს მონაწილეობა ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე და ფოტოსესიებში.


ასევე, 2017 წლიდან არის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.


ღვინიაშვილმა 2015 წელს დააარსა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი SALOMÈ და არის ამ ბრენდის კრეატიული დირექტორი.


2016-2017 წლებში მისი ჩვენება გაიმართა Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე.