112-ის ოპერატორმა იმიტომ გაგაღიზიანათ, რომ სიგრილეში სხედხართ და ისე უსმენთ - ირაკლი ლატარია

  • 7 ივლისი 19:52

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 112-ში განხორციელებული ზარის საკითხს ეხმაურება.  

გავრცელებულ ხმის ჩანაწერში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს მათი ლოკაციის შესახებ აწვდის ინფორმაციას და ეუბნება რომ პატრული „ქებაბ საუსთან“ უნდა მივიდეს. ოპერატორის თქმით კი, პატრულმა ვერ მოძებნა აღნიშნული მისამართი და ბრეგვაძეს ადგილის დაკონკრეტებას სთხოვს, რის შემდეგაც იაკობი ეუბნება რომ პატრული ენგურის ხიდზე უნდა მისულიყო.


„დავწყნარდით? ახლა კი სერიოზულად.


112-ის ოპერატორმა თქვენც გაგაღიზიანათ? ალბათ ხო და რატომ იცით?


იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაწყნარებულები, სიგრილეში ვსხედვართ და ისე ვუსმენთ ამ ყველაფერს, რეალურად კი ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა მაგ დროს კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფორმაციას სინქრონში აწვდიდა ეკიპაჟს, რომელიც ახორციელებდა ძებნას იმ ადამიანის, ვისაც ესაუბრებოდა ოპერატორი.


ეს ყველაფერი არის პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სტანდარტები თუ როგორ ესაუბრო იმას, ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა.


დავწყნარდეთ და მხოლოდ კონდენციონერის წინ ნუ ვცდილობთ საგანგებო სიტუაციაში მყოფი ადამიანების ქმედებების შეფასებას.“- წერს ლატარია.