ანი გაბეჩავა: საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს

  • 7 ივლისი 19:13

„ფორმულანიუსმა“ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანი გაბეჩავას გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა. 

შაქარაშვილის ტრაგიკული ისტორია ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაიწყო. ის გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისს მივიდა, რადგან, როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, გაბეჩავაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.


გაბეჩავას თქმით, საზოგადოების ერთი ნაწილი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ ტექსებს უგზავნიდნენ.


„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Facebook-ში საზოგადოების მხრიდან, ჩემი მისამართით ვრცელდება შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: ლანძღვა, გინება. ჩემზე ფსიქოლოგირი ზეწოლა არის შემდეგი სახის: „შენ უნდა მომკვდარიყავი“, „შენ უნდა დაისაჯო“, „შე ნაგავო“ და სხვა. მე ისედაც მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს“, - ნათქვამია ჩვენებაში.