მევლუდ მელაძე: არ შეიძლება დაღმართზე საერთოდ არ იყოს გასასწრები ადგილი

  • 7 ივლისი 18:10

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე რიკოთის უღელტეხილზე დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს, რომ დაღმართზე გასწრების სექტორების გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„შემთხვევით გადარჩენილი სიცოცხლეები, არა და წლებია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ. არ შეიძლება დაღმართზე საერთოდ არ იყოს გასასწრები ადგილი. ვერ მიყვებიან ნელა მიმავალ მანქანას ათობით კილომეტრი და ბოლოს ასწრებენ ამ ფორმით.


ხშირ შემთხვევაში მსგავსი გასწრება ფატალურად მთავრდება.


რა გახდა გასწრების სექტორების გაკეთება?


მაგალითად 2 კილომეტრი ზემოდან მომავალს ქონდეს 2 ზოლი და შემდეგი 2 კილომეტრი ქვემოდან მომავალს? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს დარეგულირებული საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით“, - წერს მევლუდ მელაძე.