ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს

  • imedinews.ge
  • 7 ივლისი 01:02

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა.

როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს. სწორედ ასე აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკული ამფიბია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე.


სუპერმარკეტის თანამშრომელმა მომხდარის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებს შეატყობინა. ბაყაყი ამჟამად A Silent World Zoo To You–ში, საზღვაო ცხოვრების სპეციალისტთა ცენტრშია გადაყვენილი, თავს კარგად გრძნობს და მასზე სპეციალისტები ზრუნავენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge