ცრუ განგაში 15 წლის მოზარდის იუბილეზე – რა მოხდა რუსთავში (ვიდეო)

  • inforustavi.ge
  • 7 ივლისი 00:49

სახალისო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

ინფორ-რუსთავის ინფორმაციით, XII მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-8 სართულზე მოსახლეობამ ცეცხლი შენიშნა და სახანძროს გამოუძახეს.


ადგილზე მისულ მეხანძრეებს მაყალში დანთებული ცეცხლი დახვდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ოჯახი შვილის 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ამის ნიშნად მაყალში მწვადის შეწვას აპირებდნენ.


„ბავშვს დაბადების დღე აქვს და მწვადს უწვავს მამა, არ შეიძლება? ვინ გამოიძახა სახანძრო? აქ რა საფრთხე დაინახეს“, – ამბობენ ოჯახის წევრები.

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge