ტემპერატურა 40-42 გრადუსს მიაღწევს – რა უნდა ვიცოდეთ მაღალი სიცხის დროს

  • regarder.ge
  • 7 ივლისი 00:14

ერთი შეხედვით, ზაფხულის სიცხე დისკომფორტთან ასოცირდება, მაგრამ გახსოვდეთ, ძლიერი მზისგან და სიცხისგან თავის სათანადოდ დაცვა აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთ პერიოდებში შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა და დაღლა იგრძნოთ. ამ დროს, აუცილებელია გაითვალისწინოთ 3 მნიშვნელოვანი ფაქტორი:

გაუწყლოება: არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის წყლით მომარაგება. ხშირად შეახსენეთ თავს სითხის მიღება. ყველგან, სადაც წახვალთ, თან წყლის ბოთლი ატარეთ.


მზის დარტყმა: არ გახვიდეთ მზეში ქუდის ან თავსაბურავის გარეშე. მწველი მზის ქვეშ დიდხანს ყოფნამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.


მზისგან დაცვა: მაქსიმალურად დაიცავით თქვენი სხეული ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისა და დამწვრობისგან. არ გახვიდეთ სახლიდან მზისგან დამცავი საცხის დატანის გარეშე.


9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40-42 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33-35 გრადუსს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის ტემპერატურა ბარში 34-39 გრადუსამდე, მთიან რაიონებში კი 29-34 გრადუსამდე გათბება.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge