„ყურადღებით იყავით თუ იმგზავრებთ თურქეთის ავია რეისებით“ - რას წერს ქართველი ემიგრანტი ქალი

  • 6 ივლისი 23:55

ემიგრანტი ქალი, ინგა ბასხაჯაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდა. 

„როგორც იქნა დავდგით ფეხი ჩვენს მიწაზე.... შიში, დაღლა, ნერვიულობა...ყველაფერი უკან დარჩა. გრძელი და დამღლელი გზიდან მშვიდობით დავბრუნდით. ეს ყველაფერი მწვანე ავიაციის, ლევან სიმონიშვილის და ეკა გიორგაძის გუნდის დამსახურება იყო. მათ ჩვენ სამშობლოში დაბრუნების ბედნიერებას და სიხარულს გვაზიარეს.

საქართველოში დაბრუნების მსურველები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან(იტალია, გერმანია, პოლონეთი....) ერთ დიდ გუნდად გავერთიანდით. იყვნენ უსაბუთოებიც რომელთაც პრობლემა არ შეჰქმნიათ დაბრუნებასთან დაკავშირებით და შესაბამისად დეპორტიც არ ჩაურტყავთ. მიუხედავად აკრძალვისა (ახალი რეგულაციებით) შესაძლებელი იყო აგეტანა ბორტზე ზურგ ჩანთა ან პატარა ჩემოდანი.

ყურადღებით იყავით თუ იმგზავრებთ თურქეთის ავია რეისებით, რადგან(პანდემიასთან დაკავშირებით) ფრენის პერიოდში დაგირიგდებათ ფურცლები ანუ შესავსები დეკლარაცია თურქულ და ინგლისურ ენაზე. ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც ფრენის პერიოდში ავსებთ და ხელზე გაქვთ მანამდე, სანამ სტამბოლის აეროპორტიდან გახვალთ. იქ აბარებთ საერთაშორისო გამშვებ ოპერატორთან.

სტამბოლიდან სარფამდე ვიმგზავრეთ კომფორტული ავტობუსით, სადაც ყველანაირი კომფორტი იყო შექმნილი შორეული და ხანგრძლივი მოგზაურობისათვის(მზია ბეჟანიშვილი) თანხის გადახურდავება ავტობუსში შეგიძლიათ მძღოლთან(დოლარზე ან თურქულ ლირაზე). ინტერნეტი (ვაიფაი), ტელეფონის დატენვა, წყალი,ცხელი ყავა, ჩაი, .....რამდენჯერაც მოისურვებთ მგზავრობის განმავლობაში. მზად უნდა იყოთ შორეული მგზავრობისათვის, რომელიც არც თუ ისე ადვილია. ჩვენ უკვე გველოდებოდნენ სარფის გამშვებ პუნქტზე, რადგან ინფორმირებულები იყვნენ, რომ ორი ავტობუსი მოდიოდა ევროპიდან საქართველოსაკენ....შესაბამისად სასტუმროები მზად იყვნენ ჩვენი მიღებისათვის ...... ყველაზე დამღლელი აღმოჩნდა დაახლოებით 5 საათიანი ლოდინი საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც იქნა დაიწყო განაწილების ანუ დაბინავების პროცედურა. ნაწილი კვარიათის სასტუმროში და ნაწილი ბათუმის სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“ გაგვანაწილეს.

შეგვავსებინეს დეკლარაცია და სასტუმროში გაგვაცნეს ის წესები, სადაც ჩვენი უფლება-მოვალეობები არის ჩამოწერილი რაზედაც ხელი მოგვაწერინეს. ნომერში შესვლის წამებიდან ამუშავდა შინა პატიმრობის რეგულაციები, რომელიც გავალდებულებს 14 დღიან კარანტინს. იტალიიდან ჩამოსულებს განსაკუთრებით შიშით უყურებენ....მთელი ევროპა გამოვიარეთ და ასეთი დამოკიდებულება არსად არ გვიგრძვნია.....

სასტუმროთი კმაყოფილები ვართ. სისუფთავე და კვება ნორმალურია. მხოლოდ რთულია იყო შენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც იყო ისევ შორეული კარანტინის გასვლამდე....ამასაც გადავაგორებთ და დამთავრდება ეს კოშმარი როგორც ერთი ცუდი მოგონება, თუმც ამ ყველაფერს აქვს კარგი მხარეც: გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები. კარანტინის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებთ ურთიერთობებს და ერთად გავიხსენებთ ბათუმურ „არდადეგებს„ ....ამას ჰქვია „ზოგი ჭირი მარგებელიაო“- წერს ინგა ბასკაჯური.