მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები „იმედის“ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

  • 21 ნოემბერი 21:25

ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.

 

მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია "იმედის"გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.