"ციხეში გატარებულ თითოეულ დღეს ამოვადენთ ცხვირში"

  • primetime.ge
  • 21 ნოემბერი 17:52

მას შემდეგ რაც მოსამართლემ 12 დაკავებული პირის მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა, აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი გაცერებას არ აპირებენ.

"არავითარი სასამართლო არ აქვს ამ ქვეყანას და როდემდე უნდა გაგრძელდეს ვნახოთ რა. მიზანია აქტიური ადამიანების დასჯა, პროცესებისგან ჩამოშორება, შეშინება. ჩვენ არ გავჩერდებით და თითოეულ დღეს, რომელსაც გაატარებენ ეს ადამიანები ციხეში ამოვადენთ ცხვირში. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და გულის ამრევი", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.


მოსამართლემ 18 ნოემბრის მიტინგის დროს დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დღეს მხოლოდ 12 პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ხოლო კიდევ 25 პირის საქმის განხილვა გადაიდო. 


12-დან 10 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო კიდევ ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს. დაპატიმრებულებს შორის არიან „სირცხვილიას“ ორგანიზატორები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge