იტალიაში განქორწინებული კაცებისთვის თავშესაფრები გაიხსნება

  • imedinews.ge
  • 21 ნოემბერი 17:59

იტალიაში ბოლო დროს განქორწინებების რაოდენობამ განსაკუთრებულად იმატა, რაც უმეტესად კაცების გაკოტრებით მთავრდება. ამ მიზნით, მოხალისეებმა და ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტეს.

განქორწინების შემთხვევაში, კაცები ვალდებული არიან არა მარტო ბავშვზე, არამედ ყოფილ მეუღლეზეც იზრუნონ, რაც ბუნებრივია, ფინანსურ კრიზისს იწვევს. ეს მაშინ, როცა ყოველთვიურმა გადასახადებმა თვეში საშუალოდ, შეიძლება, ათას ევროს მიაღწიოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტო დარჩენილი კაცის ცხოვრებისთვის საჭირო თანხებიც ემატება. შესაბამისად, ზოგიერთ განქორწინებულ კაცს, ქირის გადახდას, საკუთარ მანქანაში ძილი ურჩევნია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge