ახალი კანონპროექტის მიხედვით ღამის ცვლაში მუშაობს ყველა ვეღარ შეძლებს

  • 21 ნოემბერი 17:03

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებით ზუსტდება ვინ არის ღამის სამუშაოზე დასაქმებული - ეს არის პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროს ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში. ღამის სამუშაოს პროპორციულ განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, სპეციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად. 


აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარების ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წალმდე ასაკის ბაშვის მომვლელის ან შშმ პირის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 


მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. 


დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი და პერიოდული უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სამედიცინო კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით.


ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი, რომელსაც სამედიცინო დასკვნის თანახმად ღამის სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან პრობლემები, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა გადაიყვანოს ასეთი დასაქმებულისთვის შესაფერის დღის სამუშაოზე.