შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

  • newposts.ge
  • 6 ივლისი 09:12

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მათ, კორონავირუსის გამო, 6 ივლისიდან ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. 

„სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წელს ზემოთ პირებისათვის; მაღალი რისკის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსული ყველა პირი ვალდებულია გაიაროს 10 დღიანი კარანტინი; კარანტინს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ წესების გვერდის ავლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ჯარიმა.


საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შემოსვლის შესაძლებლობა და წესები განხილული იქნება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 20 ივლისისთვის. მანამდე, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ვერ შეძლებენ შვეიცარიაში შემოსვლას, თუკი მათ არ გააჩნიათ შვეიცარიის მოქმედი ბინადრობის ნებართვა.", - აცხადებენ საელჩოში.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge