ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • horoskopi.ge
  • 6 ივლისი 00:52

სასიყვარულო ურთიერთობებში სწორი სიტყვების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. დადებითი მოვლენებით  სავსე ურთიერთობა მაშინ არის, როცა თქვენმა პარტნიორმა იცის, რომ მას აფასებთ. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ სწორი სიტყვების შერჩევა ზოდიაქოს თითეული ნიშნის მატარებელი მამაკაცისთვის. 

 


ვერძი


შესანიშნავია! არასოდეს მინახავს, ვინმეს მსგავსი რამ გაეკეთებინოს!


მიზანდასახული, ენერგიული, იდეებით სავსე ვერძი - ნებისმიერი გუნდის ლიდერია. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია. 


კურო


„რა ლამაზი და შესანიშნავია!“


არავინ ისე არ აფასებს მიწიერ სილამაზეს, როგორც კურო. ფაქტიურად ყველაფერში შეუძლია უნიკალური ემოციის პოვნა. თუ ის მოისურვებს საკუთარი დაკვირვებები და მოსაზრებები გაგიზიაროთ, ნუ დატოვებთ აღფრთოვანებისა და ყურადღების გარეშე.


ტყუპები


„რას ვაგემოვნებთ შემდეგ ჯერზე? რა გსურს?“


ტყუპები – ეს არის მოძრაობის და ახალი იდეების უნივერსალური წყარო. ამიტომ, მხარი დაუჭირეთ სურვილებისა და ოცნებების განხორციელებისას და მასთან ერთად თავით გადაეშვით ცხოვრებისეულ თავგადასავლებში. 


კიბო


„დღეს შეგვიძლია სახლში დავრჩეთ, გემრიელ სადილს მოვამზადებ“


მიუხედავად იმისა, რომ სახლში ჯდომის მოყვარული კიბო სამზარეულოში ტრიალს თავად ამჯობინებს, მისი გულისკენ მიმავალი გზა, მაინც კუჭზე გადის. რაც უფრო მეტ მზრუნველობას გამოხატავთ, მით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ მისგან. 


ლომი


„შენით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ!“


არავის ისე არ უყვარს წარმატების მიღწევა და შექების მოსმენა, როგორც ლომს. მანამ, სანამ თქვენი კომპლიმენტები გულახდილი იქნება, მისგან ყურადღება, სიყვარული და ვნება არ მოგაკლდებათ. 


ქალწული


„მოთმინება არ მყოფნის, დამეხმარე გავერკვე ამ საკთხში!“


ქალწული სიმშვიდის განსახიერებაა და უყვარს სიტუაციის ანალიზი. არ არსებობს ამოცანა, რომელსაც ის ვერ გადაჭრის. ქალწული ბედნიერია, როცა მისი დახმარება სჭირდებათ.


სასწორი


„ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი მოსაზრების ცოდნა“


სასწორი ურთიერთობებში ჩემპიონია! მიეცით საშუალება იყოს მნიშვნელოვანი საკითხის თანამონაწილე და დაინახავთ, როგორ გაუბრწყინდება თვალები. 


 

სრული ვერსიის ნახვა horoskopi.ge