გაბუნიას ემოციური მონოლოგი: ჩვენ არ გვჭირდება ახალი გირგვლიანი

  • 5 ივლისი 23:40

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ დღევანდელი გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრით გახსნა. გადაცემა იმ სიმღერით დაიწყო, რომელსაც შაქარაშვილი და მისი მეგობრები მღერიან.

გაბუნიამ მონოლოგში პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, გახმაურებულ, გამოუძიებელ საქმეების კავშირზე ისაუბრა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„მენანება ეს ბავშვი, ყველა მის ვიდეოში, იმდენი სიკეთე, სიმშვიდე, სინათლე მოდის… ჩხუბი დროსაც ეს ბავშვი მშვიდობის დამყარებას ცდილობდა. მიჩნდება კითხვა, რომელსაც ვერასდროს გაეცემა პასუხი. რატომ არ არის დღეს ცოცხალი გიორგი შაქარაშვილი… ჩენ არ გვჭირდება ახალი გირგვლიანი, არცერთი ხელისუფლება არ ღირს ერთი გიორგის სიცოცხლის ფასად,” – თქვა გიორგი გაბუნიამ.