ადვოკატი: ადგილი, სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია

  • 5 ივლისი 23:17

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ადგილი, სადაც „ოქროს მოწმე“ გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია.

როგორც ადვოკატმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს გარემოება კითხვებს აჩენს.


„სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, თქვენ თუ გაივლით და ნახავთ, ფერადი ჯიხური რომ დგას ანუ ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, ის ადგილი არის გადამწვარი, რაც აჩენს კითხვებს“, – აცხადებს ადვოკატი.



19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.


ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.