რომელი საგნების ტესტში შევა ცვლილებები 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

  • naec.ge
  • 21 ნოემბერი 15:14

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა.

 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვმია, რომ  წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.


ისტორია


გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: "ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" და "ისტორიული მოვლენის შეფასება".


"ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.


"ისტორიული მოვლენის შეფასება" - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.


უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.


მათემატიკა


აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.


მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში


აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.


როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სრული ვერსიის ნახვა naec.ge