covid-19-ისგან დასაცავად ინდოელმა ბიზნესმენმა ოქროს ნიღაბი შეიძინა

  • newposts.ge
  • 5 ივლისი 10:15

ინდოელმა ბიზნესმენმა შანკარ კურჰადემ კორონავირუსისგან თავდასაცავად ოქროსგან შექმნილი პირბადე 4 ათას აშშ დოლარად შეიძინა. მის შექმნაზე 7 ადგილობრივი იუველირი 8 დღე მუშაობდა.

 

პირბადე თხელი და მსუბუქია - 60 გრამს იწონის. სუნთქვა კი ნიღბის უმცირესი ზომის ნახვრეტების საშუალებითაა შესაძლებელი. 


კურჰადე აცხადებს, რომ ეს მისთვის ფუფუნება არ არის, რადგან ყოველდღე სახლიდან გასვლისას მას 1 კგ-ზე მეტი ოქროულობა აქვს ასხმული.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge