რატომ შეიკრიბნენ ქართველი ე.წ „კანონიერი ქურდები“ ანტალიაში?

  • primetime.ge
  • 4 ივლისი 21:33

ქართველი და არამარტო ქართველი „კანონიერი ქურდები“ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეკრება მერაბ ჯანგველაძის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტები“: აკაკი ლანდია, მერაბ ბახია, ირაკლი ყალიჩავა, ელგუჯა დიღმელაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და სხვ.


როგორც რუსული მედია წერს, ამ შეხვედრამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაასუსტოს პატიმრობაში მყოფი კრიმინალური „გენერლის“, შაქრო კალაშოვის გავლენები, ვინაიდან ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები რამდენიმე კონფლიქტურ სიტუაციაში კალაშოვის პოზიციით უკმაყოფილონი არიან.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge