ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმე - მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

  • newposts.ge
  • 4 ივლისი 15:53

გახმაურებული მკვლელობა რუსთავში - ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული, რუსთავის სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, დადეშელის გატაცებისა და მისი სასტიკი მკვლელობის უშუალო ორგანიზატორად სახელდებოდა.


მოსამართლის გადაწყვეტილების მოტოვი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება.


შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 2019 წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,
ზურაბ დადეშელი მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა.


მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა დადეშელი შონიასა და ბარბაქაძეს მიუყვანეს. რამდენიმე დღეში, კი, დადეშელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, მტკვარმა გამორიყა.


დადეშელს 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge