მართალია, რომ სახლში უფრო მეტი სიბინძურეა, ვიდრე - ქუჩაში?

  • imedinews.ge
  • 4 ივლისი 15:41

მაშინაც კი, როდესაც სახლს რეგულარულად ალაგებთ, მავნე ნივთიერებები მაინც გროვდება. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება, 2-3-ჯერ უფრო მეტი იყოს, ვიდრე - ქუჩაში.

 
 

საიდან და როგორ ხვდება ეს სიბინძურე ჩემს საცხოვრებელში? 
 


ზოგიერთი მავნე ნივთიერება სახლში ავეჯისგან, დეკორატიული მასალებისგან ან საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისგან ჩნდება. მაგალითად, მერქანბურბუშელოვანი ფილისგან (ეგრეთ წოდებული დსპ) დამზადებულ ავეჯს შეუძლია ფორმალდეჰიდი (უფერო გაზი, რომელსაც კანის, თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება შეუძლია) გამოჰყოს, გამხსნელ სითხეებს, ლაქებსა და საღებავებს კი - სხვა მავნე ნივთიერებები. ეს უკანასკნელნი თავის ტკივილს, გულისრევასა და ალერგიულ რეაქციებს აპროვიცირებენ.



არსებობს მავნე ნივთიერებები, რომლებიც თქვენს სახლში გარედან აღწევენ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, სად  ცხოვრობთ - ავტომაგისტრალთან ახლოს თუ მწვანე ზონაში.


 
აბინძურებს თუ არა ჩემი მოქმედებები სახლში ჰაერს? 
 


დიახ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს - სადეზინფექციო და სარეცხ საშუალებებს, სხვადასხვა სახის აეროზოლს, როგორიცაა თმის სპრეი ან დეოდორანტი, საცხოვრებელ სახლში ჰაერის ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედება შეუძლია. სასურველია, რომ აეროზოლის ხმარებას მოერიდოთ, რადგან მისი ზოგიერთი კომპონენტი ოზონთან ურთიერთქმედების შედეგად მავნე ნივთიერებების (კერძოდ, ფორმალდეჰიდი) ჩამოყალიბებას აპროვოცირებს. საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით ჰაერი რაც შეიძლება ნაკლებად რომ დაბინძურდეს, მნიშვნელოვანია, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულოთ. მაგალითად, შეიძლება დაზუსტებული იყოს, რომ ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენება მხოლოდ კარგად განიავებულ დახურულ სივრცეში ან ქუჩაშია დაშვებული. 


თამბაქოს კვამლიც ჰაერის დამაბინძურებლად ითვლება. შინაური ცხოველების ქერტლს ან მტვრის ტკიპებსაც კარგი არაფერი მოაქვთ. ეს უკანასკნელი შეიძლება ავეჯის რბილ ნაწილში ან ხალიჩებში ბინადრობდეს და ალერგია ან ასთმის შეტევა გამოიწვიოს. ჰაერის დაბინძურება შეიძლება ელექტრო ან გაზქურაზე კერძის მომზადების დროს, წვის შედეგად გამოყოფილმა ნაწილაკებმაც გამოიწვიოს.


 
სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge