როგორ იმოქმედებს პლანეტების აღლუმი ზოდიაქოს ნიშნებზე?

  • sputnik-georgia.com
  • 4 ივლისი 13:58

გაიგეთ როგორ იმოქმედებს პლანეტების აღლუმი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი


ვერძისთვის 4 ივლისს იღბლიანობის პერიოდი დაიწყება. ესაა უნიკალური მომენტი, როდესაც სამყარო თქვენ წინაშე შესაძლებლობების კარს გახსნის და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წინსვლის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი თანამდებობა, დაიწყოთ საკუთარი საქმე, შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. გაითვალისწინეთ - ეს დღე შესაძლებლობებს გახსნის და დანარჩენი თქვენს მიზანსწრაფულობაზე, სიჯიუტესა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული. 


ტყუპი


არ ინაღვლოთ, თუ ზაფხულის პირველი თვე თქვენთვის დაძაბული იყო, უიღბლობის დრო 4 ივლისს დასრულდება და კეთილდღეობის პერიოდი დაიწყება. შეგიძლიათ, შესაძლებლობებისა და შანსების იმედი გქონდეთ, მაგრამ, იღბლიანობას „გააქტიურება" სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ აღლუმის დღეს განმარტოვდეთ, ყურადღება გადაიტანოთ იმ იდეების რეალიზაციაზე, რომლებიც დილიდან გაჩნდება. მარტოობა აუცილებელია, რადგან ადამიანები ყურადღებას გაგაფანტინებენ და ჩხუბზე პროვოცირებას მოაწყობენ.


სასწორი


იღბალი გეწვევათ 4 ივლისს - ჩაიძირებით სამყაროს სიყვარულის „მორევში". პირველ რიგში, დაიბრუნებთ შინაგან წონასწორობას. როგორც წესი, გიჭირთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებისა და არჩევნის გაკეთება. ახლა უფრო ყურადღებიანი და გონებამოკრებილი გახდებით, რაც შეცდომების რისკს გამორიცხავს. გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა შესანიშნავ ადამიანთან - ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი პარტნიორული, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისი თქვენ ცხოვრებაში.


თევზები


პლანეტების აღლუმი ბედნიერებას მოგიტანთ თევზებსაც. ამ დღეს თქვენი იღბლიანობა გაიზრდება და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ამისთვის, რომ იტყვიან, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ, უბრალოდ, თქვენი სურვილი უნდა გათქვათ და შემდეგ ბედის საჩუქრები მიიღოთ - თქვენი მხრიდან არანაირი ძალისხმევა არ იქნება საჭირო. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ბედს მადლობა უთხრათ, რადგან პლანეტების აღლუმი მოგიტანთ სიმდიდრეს, დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ ურთიერთობების მოგვარებაში ახლობელ ადამიანებთან.


პლანეტების აღლუმის ზემოქმედება დანარჩენ ნიშნებზე


კურო: უნდა მოერიდოთ ალიაქოთსა და აჩქარებას. შესაძლოა, კარგად აეწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობები


კირჩხიბი: ეს დღე თქვენგან მკაცრ დისციპლინას, სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. თავი შეიკავეთ ახალი შეთანხმებების დადებისგან.


ლომი: ეცადეთ, მოქმედებები წინასწარ განსაზღვროთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე. ახლობლების მიმართ ყურადღება გამოამჟღავნეთ.


ქალწული: შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც თქვენს ნიჭს გამოავლენს. საქმეს გაუმკლავდებით, თუნდაც თავიდან ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.


მორიელი: სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელია. ეცადეთ, ეს პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.


მშვილდოსანი: ნუ ეცდებით, ურთიერთობები გამოარკვიოთ გარშემომყოფებთან და რამე დაამტკიცოთ. კარგი შედეგების მისაღწევად იმოქმედეთ დამოუკიდებლად - ეს მღელვარებისა და იმედგაცრუებისგან გიხსნით.


თხის რქა: საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება თუ სრულ წარმატებას არა, ღირსეულ შედეგს მაინც მოგიტანთ. ეცადეთ, ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.


მერწყული: დადებითი შედეგების მისაღწევად მეტი აქტიურობა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტოქეებთან შეთანხმებას მიაღწიოთ.





 
სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com