4 ივლისს პლანეტების უნიკალური აღლუმია - რას ნიშნავს ეს კოსმოსური მოვლენა

  • sputnik-georgia.com
  • 4 ივლისი 13:53

2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა გველოდება - პლანეტების დიდი აღლუმი. მზის სისტემის ცხრავე პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

 

აღლუმის ასტროლოგიური აზრი ძალზე მნიშვნელოვანია. უძველესი დროიდან მოყოლებული დაკვირვებების შედეგად დასტურდება, რომ ასეთ პერიოდებში შესაძლებელია ბუნებრივი კატასტროფები, ამინდის ცვლილებები, ასევე, პრობლემები ადამიანებს შორის ურთიერთობებში.

პლანეტების აღლუმი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ, ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში დაეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები. 4 ივლისს დიდი აღლუმი გველოდება. 

2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა მოხდება - პლანეტების დიდი აღლუმი. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემის ცხრავე პლანეტა - მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუს „ლილიპუტი" პლუტონი ერთ მწკრივში - მზიდან ერთ მხარეს, ერთ ხაზში აღმოჩნდებიან.

ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

ასტროლოგების აზრით ამ მოვლენას მძლავრი გავლენა ექნება დედამიწაზე და ადამიანებზე. თითოეულ პლანეტას თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს. როდესაც პლანეტები მზის გარშემო სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებული, მათი ენერგიები ერთმანეთთან საკმაოდ სუსტად ზემოქმედებენ, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს ჩამწკრივდებიან, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება და შეიძლება დისონანსში შევიდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად ერთ ხაზზე არა სამი ან ოთხი, არამედ ყველა პლანეტა ჩამწკრივდება.

მოვლენის ზეგავლენა ყველაზე საგრძნობი 4-5 ივლისს იქნება, მაგრამ სუსტი ენერგეტიკული „გამოძახილი" მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ექნება. 

ასტროლოგების ზოგადი რჩევები ამ მოვლენის ნეგატიური გავლენისგან თავდასაცავად

პლანეტების აღლუმის პერიოდში მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. მხიარულება უცბად შეიძლება შეიცვალოს სევდით, აღფრთოვანება - აპათიით. ამის გამო არ ინერვიულოთ, მოიმარაგეთ საყვარელი ნუგბარი, საინტერესო წიგნები, გაამზადეთ აბაზანა საყვარელი სურნელით... ეცადეთ, დაისვენოთ.

 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com