კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა

  • 4 ივლისი 12:39

ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ, რომელსაც ოსკარი ჰქვია, 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

კატის მეპატრონე ამანდა მერედიტი აცხადებს, რომ გაიგო უცნაური კნავილის ხმა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა სარეცხის მანქანა ჩართო.


ქალმა იფიქრა რომ ხმა კარადიდან ისმოდა.


როდესაც ამანდამ კატის ძებნა დაიწყო ნახა რომ ოსკარი ჩართულ სარეცხსის მანქანაში იჯდა და პატრონს შუშიდან შეშინებული უყურებდა.


ქალმა მანქანის გათიშვა წურვის რეჟიმის ჩართვამდე მოასწრო. ვიდრე კარი განიბლოკა, კატამ სარეცხის მანქანაში კიდევ ორი წუთი გაატარა.


მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც ამანდამ განაცხადა, ოსკარი ახლა რეაბილიტაციის პროცესშია.