უგულავა: მომღერლების მიმართ სელექციურობა ნამდვილად არსებობდა

  • primetimenews.ge
  • 4 ივლისი 11:50

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან დაკავშირებით  სელექციურობა არსებობდა.

 

გიგი უგულავამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის დროს, იყო თუ არა მისთვის ნატო მეტონიძე პოლიტიკურად მიუღებელი, უპასუხა, რომ ნატო მეტონიძე მერიის ღონისძიებებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას.


უგულავას განცხადებით, შემდგომ უკვე თავად ნატო მეტონიძე ამბობდა უარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვინაიდან მას მაშინდელი ხელისუფლება არ მოსწონდა. გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მომღერლების მიმართ სელექციურობა ნამდვილად არსებობდა.


„ნატო მეტონიძეს რაც შეეხება, ჩვენი მერიის ღონისძიებებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას ჯერ დავიწყოთ იქიდან. მე მერიაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მერი ვიყავი. მერე იყო უკვე რაღაც მომენტი, როდესაც ის თავად ამბობდა უარს, მათ შორის პოლიტიკური მოსაზრებების გამო იმიტომ, რომ არ მოსწონდა ის ხელისუფლება, რომელსაც იმ მომენტში მეც წარმოვადგენდი და სხვებიც.


მე ძალიან დიდი პატივისცემით ვარ როგორც მომღერლის მიმართ, ასე რომ მის მიმართ პრობლემა არ მქონია, თუმცა ვადასტურებ, რომ პრობლემა ამ კუთხით არსებობდა, სელექციურობა, მომღერლებზე  ვლაპარაკობ. 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge