ქართველმა ემიგრანტმა კორონავირუსი ქართველი ექიმის, ლევან რატიანის დახმარებით დაამარცხა

  • primetime.ge
  • 4 ივლისი 00:39

ჩინეთის და იტალიის გარდა, კორონავირუსმა განსაკუთრებულად დააზარალა ამერიკა. ვირუსს შტატებში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასე მოხდა ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის ნინო ვასაძის შემთხვევაშიც, თუმცა ქართველი ექიმების დახმარებით კორონავირუსი მოკლე პერიოდში დაამარცხა და თავს შესანიშნავად გრძნობს.


პრაიმტაიმი ნინო ვასაძეს ამერიკაში დაუკავშირდა, რომელიც საკუთარ ისტორიას ჰყვება:


„ვიგრძენი სისუსტე, ჩამეძინა, როცა გავიღვიძე მქონდა ტემპერატურა 38.5 და საშინელი თვალის ტკივილი.


სასწრაფოდ დავურეკე თბილისში ჩემს შვილს, მან ჩამწერა ექიმთან ამერიკაში და მეორე დღეს, საკუთარი მანქანით მივედი კლინიკაში.


ეზოში გამსინჯეს, ამიჟეს ნაცხის ანალიზი, ჩამიტარდა ტესტი და დამიდასტურდა კორონავირუსი.


მე თვითონ ვუთხარი ექიმს აზიტრომიცინი დაენიშნა, რადგან რეცეპტის გარეშე ამერიკაში წამალს ვერ იყიდი. წამოვედი, ვიყიდე წამალი და სახლში მოსვლისთანავე დავურეკე ქართველ ექიმებს, ლევან რატიან, მაია ჯინჭოლავას და მანანა ამორალაშვილს.


ვსვამდი აზიტრომიცინს და თან სიმპტომურად რაც იყო გასაკეთებელი, ამის რეკომენდაციებს მაძლევდნენ ეს ადამიანები.


იმ დღესვე მოვიყვანე მამაო, აკურთხა სახლი, ასევე, ძალიან დიდი ყურადრება გამოიჩინა „კრიზის ცენტრმა“, რომელიც ქართველებმა დააფუძნეს ამერიკაში და უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ ჩემს გარდა.


– რამდენ ხანს მკურნალობდით?


– სამ დღეში გავხდი კარგად, შემდეგი სამი დღე ცოტა სისუსტე მქონდა, ტესტი რომ არ გამეკეთებინა, შესაძლოა ვერც გამეგო, რომ კორონავირუსი მქონდა. ქართველი ექიმების რეკომენდაციებით გამოვედი მდგომარეობიდან.


ჩემს სახლში სულ 9 ქართველი ვცხოვრობთ და მხოლოდ ორს გვქონდა კორონავირუსი.


 
სრული ვერსიის ნახვა primetime.ge