8 რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს სექსუალურ ცხოვრებას

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 23:41

40 წლის ქალები იმ გოგონებს, რომლებიც ახლა იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას თავიანთი გამოცდილების გათვალისწინებით სექსთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებენ. ეს რჩევები ცხოვრების კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს.

1. როცა არ გინდა, თამამად შეგიძლია სექსზე უარი თქვა, ყოველგვარი საბაბის მომიზეზების გარეშე. არ არის საჭირო იმის გამოგონება, რომ თავი გტკივა, ან მენსტრუალური ციკლი გაქვს, უბრალოდ, თქვი, რომ არ გსურს სექსი, ეს საკმარისია. არავის წინაშე არ ხარ ვალდებული.


2. სექსი არ არის ცუდი და დამღლელი ურთიერთობის გადარჩენის საშუალება. მისი საშუალებით „მომწამვლელ“ ურთიერთობაში ყოფნა შეიძლება გაიხანგრძლივო, მაგრამ მას ვერ გადაარჩენ.


3. არავის მისცე უფლება განგსაჯოს სექსუალური ურთიერთობების კუთხით დიდი გამოცდილების, ან გამოუცდელობის გამო. შენი არჩევანია, როგორ ცხოვრობ. ისე უნდა იცხოვრო, როგორც თავად გსურს და არ იდარდო იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები.


4. სექსის დროს ყოველთვის დაიცავით თავი. გახსოვდეთ, არასასურველ ორსულობასა და ვენერიულ დაავადებებს იმაზე მეტი პრობლემები სდევს თან, ვიდრე პარტნიორისთვის თავის დაცვის მოთხოვნას.


5. სექსი განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანებთან. კონკრეტულ ადამიანთან სულ სხვანაირია, ხოლო სხვა ადამიანთან განსხვავებული. ერთნაირი მოძრაობა და პოზები ყველასთან სასიამოვნო არ არის.


6. სექსამდე, პროცესში და დასრულების შემდეგ, აუცილებელია კომუნიკაცია. იმისთვის, რომ იდეალური სექსი გქონდეს, პარტნიორებმა უნდა ისაუბროთ ერთმანეთთან თქვენი სურვილების შესახებ.


7. არასწორად შერჩეულ პარტნიორთან სექსი თავს დაუცველად და ცუდად გაგრძნობინებს, ხოლო სწორ ადამიანთან სექსის შემდეგ თავს კარგად იგრძნობ.


8. გახსოვდეს, რომ კარგი სექსი მნიშვნელოვანია როგორც ურთიერთობისთვის, ასევე ზოგადად, პოზიტივისა და ენერგიულობის შენარჩუნებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge