როდის ხართ ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 23:19

ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს თავისი განსაკუთრებული, ინდივიდუალური შარმი და მომხიბვლელობა აქვს. ისინი ავლენენ მომენტებს, როცა ყველაზე ლამაზად გამოიყურებით.

ვერძი – ყველაზე ლამაზი მაშინ ხართ, როცა საუბრობთ საკითხზე, რომელიც გაინტერესებთ, რომელიც გიყვართ. ასეთ მომენტში გაბრწყინებული ხართ და შთამბეჭდავად გამოიყურებით.


კურო – ყველაზე ლამაზი მაშინ ხართ, როცა თქვენ გარშემო საყვარელი ადამიანები არიან, როცა უახლოესი მეგობრების, ოჯახის წევრების გვერდით ხართ. ასეთ დროს მზესავით ანათებთ.


ტყუპები – ყველაზე ლამაზი გაღვიძების მომენტში ხართ. როცა ნახევრად ისევ გძინავთ. ასეთ დროს საოცარი მომხიბვლელობა გაქვთ.


კირჩხიბი – ყველაზე ლამაზი შეყვარებულობის პერიოდში ხართ, როცა გვერდით ის ადამიანი გყავთ, რომელიც ძალიან გიყვართ. ეს მომენტი სახეზე ულამაზესი ღიმილის შუქს გფენთ.


ლომი – ყველაზე ლამაზი მაშინ ხართ, როცა ის სამოსი გაცვიათ, რომელშიც თქვენი სილუეტი კარგად ჩანს.  როცა თავდაჯერებულობას გრძნობთ, როცა გრძნობთ, რომ ყველას მზერა თქვენკენაა მომართული.


ქალწული – ყველაზე ლამაზი შხაპის შემდეგ ხართ, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე. ბუნებრივობა ყველაზე მეტად გიხდებათ.


სასწორი – ყველაზე ლამაზი მაშინ ხართ, როცა გძინავთ. ასეთ დროს თქვენში რაღაც ჯადოსნურია და შეუძლებელია, ვინმემ დაგინახოთ ძილის მომენტში და არ მოიხიბლოთ.


მორიელი – ცოტა უცნაურია, მაგრამ ყველაზე ლამაზი მაშინ ხართ, როცა ბრაზობთ, ასეთ დროს წარმოუდგენელი შარმი და მომხიბვლელობა გემატებათ.


მშვილდოსანი – ყველაზე ლამაზი სახალისო ისტორიებისა და თავგადასავლების მოყოლის დროს ხართ.  შეიძლებელია ასეთ დროს თქვენს მომხიბვლელობას ვინმემ გაუძლოს.


თხის რქა – როცა ემოციებს ავლენთ, ყველაზე ლამაზი სწორედ მაშინ ხართ. სამწუხაროდ, ამას იშვიათად აკეთებთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ უფრო ხშირად გამოხატოთ ემოციები, რადგანაც ასეთ დროს ძალიან ლამაზები ხართ.


მერწყული – ყველაზე ლამაზები წიგნის კითხვის მომენტში ხართ. ისე ემოციურად კითხულობთ, მთლიანად იმ ამბის ნაწილი ხდებით, რომელსაც ეცნობით და ყველა ემოცია სახეზე აღგებეჭდებათ, რაც ძალიან მომხიბვლელს გხდით.


თევზები – ყველაზე ლამაზები მაშინ ხართ, როცა იცინით. საოცარი ღიმილი გაქვთ და  ეს უფრო ხშირად გააკეთეთ. ღიმილით ადამიანების მონუსხვა შეგიძლიათ.


 
სრული ვერსიის ნახვა regarder.ge