როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-6 სართულიდან გადავარდა

  • pia.ge
  • 3 ივლისი 22:53

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც PIA.GE-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზეა.


„ბავშვი ჩვენს კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა. ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. სხეულის სხვადასხვა ნაწილის მრავლობითი დაზიანება ჰქონდა“, - აღნიშნა ექიმმა.


ცნობისთვის, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.


 
სრული ვერსიის ნახვა pia.ge