ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

  • imedinews.ge
  • 3 ივლისი 23:02

ისრაელში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

 

ისარელის ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა. კერძოდ, საუბარია რელიგიურ დღესასწაულების და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა რიცხვის შეზღუდვაზე, საწარმოების დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე.


„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სასიამოვნო რეკომენდაციები არაა, თუმცა ამ ეტაპზე აუცილებელია ამ ნაბიჯების გადადგმა, რათა საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ გახდეს საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა.


ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 28 055 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 326 ადამიანი გარდაიცვალა, 17 699 კი გამოჯანმრთელდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge