ცნობილი ხდება როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  • 3 ივლისი 22:22

„მაღალი ალბათობით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზის პასუხი იქეთა კვირის ბოლოს იქნება“ - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

 

„ამ თემას ართულებს ის ფაქტი, რომ ცხედარი ოთხის დღის განმავლობაში სიცხეში იყო“- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.


როგორც ექსპერტი ამბობს დასადგენია ამ ეტაპზე სიკვდილის მიზეზი და დაზიანებების ხანდაზმულობა, სიმთვრალე სიფხიზილის მდგომარეობა.


„ეს დაზიანებები რა პირობებში შეეძლო მიეღო, გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს. არ არის გამორიცხული რამდენიმე ვერსიას ფლობდეს. შესაბამისად როდესაც გამოძიება ოფიციალურად გაიტანს დასკვნას, შემდეგ ამ დასკვნაში არსებულ მონაცემებს გააანალიზებს მტკიცებულებებთან და ჩვენებებთან შესაბამისობაში. დაუსვამს შეკითხვებს მეორე საექსპერტო კომისიას, მაღალი ალბათობით ასე შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი. ერთი, მეორე, თუ მესამე მოწმის მიერ მითითებულ გარემოებებში, შეეძლო თუ არა შაქარაშვილს მიეღო ეს დაზიანება“, - აღნიშნა გეჯაძემ.


ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.