„ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე“ - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

  • 3 ივლისი 22:10

„ერთი კვირაა ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე. მთავარი არსებითი აქ არის ერთი რამ, გიორგის მიმართ რომ გრძელდება დევნა აი ამის შემდეგ რა ხდება. ამის შემდეგ საქმეში ყველაფერი წყდება“ - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტვ. პირველის ეთერში განაცხადა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, დაკავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.


გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. „17 კაცი იჯდება თუ 37 ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დამნაშავეები ისხდნენ“, - აღნიშნა ნიკოლაძემ.


ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.