როგორ გავხდე პრინცესა? – ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთ

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 21:15

ბევრი გოგონა ბავშვობიდან პრინცესობაზე ოცნებობს. სურთ, რომ ზღაპარში ამოკითხული სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია რეალურ ცხოვრებაში გადახდეთ თავს, რომ ნამდვილმა პრინცებმა შეიყვარონ, რომ მათთან ერთად იცეკვონ პომპეზურ საღამოზე და, რა თქმა უნდა, ჩაიცვან ზღაპრული კაბები. 

პრინცესობა ჩვენს დროში არ გულისხმობს დიდგვაროვნებას და რეალურად, ის ყველა ქალში ცხოვრობს, მხოლოდ ცოტა მუშაობაა საჭირო თქვენში მიძინებული „ქეით მიდლტონის“ გასაღვიძებლად, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ნამდვილად გსურთ.


1. განათლება: არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხართ, მუდმივად მომართული უნდა იყოთ ცოდნის გაღრმავებისკენ, განათლების შეძენისკენ, რაიმე ახლის სწავლისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. განათლება პრობლემების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ.


2. იმუშავეთ მეტყველების დახვეწაზე: ნამდვილი პრინცესა გამართულად უნდა წერდეს და მეტყველებდეს. ის არასდროს იყენებს სლენგებს და მათ ნაცვლად ყოველთვის იპოვის შესაბამის სიტყვებს. მეტყველებისა და წერის დროს უნდა გამოავლინოთ გრაციოზულობა და ინტელექტი.


3. სხეულის პოზა: არ მოიხაროთ მხრებში და აკონტროლეთ ის, თუ როგორ დგახართ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს სხეულის პოზითაც კი ექმნება თქვენზე წარმოდგენა. თუ მხრებში გამართული ხართ და გრაციოზული მიხვრა-მოხვრა გახასიათებთ, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და ელეგანტურობას გმატებთ.


4. კეთილშობილება: რა თქმა უნდა, არიან ბოროტი პრინცესებიც, მაგრამ მოდით, გულწრფელად თქვით, ზღაპრის კითხვისას თქვენ ვის მხარეს იყავით – კეთილის, თუ ბოროტის? გადაწყვიტეთ, გსურთ ფიფქია იყოთ, თუ  ბოროტი დედინაცვალი. თანაგრძნობა და ემპათია ყველა სამაგალითო პრინცესას სავიზიტო ბარათია.


5. თავდაჭერილობა: თუ პრინცესობა გინდათ, თავდაჭერილად უნდა მოიქცეთ და ემოციების კონტროლი ისწავლოთ. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებას დაფიქრების შემდეგ მიიღებთ, იმპულსური მოქმედებით კი, შესაძლოა, გული ატკინოთ გარშემომყოფებსაც და საკუთარი თავიც დააზარალოთ.


6. მანერები: ივარჯიშეთ კარგი მანერების გამომუშავებაზე, ისწავლეთ ეტიკეტის წესები, დახვეწილი მანერების საშუალებით. შეგიძლიათ, უბრალოდ იბრწყინოთ და თვალისმომჭრელად მომხიბვლელები იყოთ.


7. თავაზიანობა: ყოველთვის ყველაფერი გააკეთეთ მაქსიმალურად თავაზიანად, ზრდილობიანად. თუ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც შეძლებთ თავაზიანობის გამოჩენას, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეს არა მხოლოდ პრინცესად გახდომაში, არამედ ზოგადად, ცხოვრების უკეთესად წარმართვაში დაგეხმარებათ.


8. ეტიკეტი ჭამის დროს: ჭამის ეტიკეტი ცალკე ფილოსოფიაა. უამრავი წესი არსებობს, თუმცა უფრო მარტივის შესწავლით დაიწყეთ. ისწვალეთ მთავარი და მიირთვით ისე, რომ სხვებისთვის თქვენი ჭამის ყურება გამაღიზიანებელი და უსიამოვნო სანახავი არ იყოს.


9. სტილი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არ შეგეშინდეთ, პრინცესობა არ ნიშნავს მუდამ კლასიკური სამოსის ტარებას, მთავარია, სწორად შეახამოთ სამოსი ერთმანეთთან, სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი და აქსესუარები. მაგალითად, პრინცესა დიანა ერთნაირი წარმატებით იხდენდა როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ სტილს. გაითვალისწინეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია გქონდეთ სტილის შეგრძნება  და საკუთარი უნიკალურობა წარმოაჩინოთ.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge