წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსი საქართველოშია

  • 3 ივლისი 20:15

ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდა.

ჭაკუა უკვე საქართველოშია.


„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.