ბაია პატარაია და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს უპირისპირდებიან

  • 3 ივლისი 20:43

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ერთმანეთს სოციალურ ქსელში უპირისპირდებიან, ისინი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებენ, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

„კვოტების ამბავმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები (და სხვა საჯარო პირები), რომლებსაც ხალხის ხმა (ქალების, აქტივისტების, მოსახლეობის) ესმით და არსებობენ ისეთები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ხმა ესმით.


აჩვენა, რომ ზოგს შეუძლია, იგრძნოს ცვლილებათა სიო საიდან უბერავს და ფეხი აუწყოს მომავალს, ზოგი კი ვერ გრძნობს, ან უბრალოდ ფეხებზე იკიდებს და წარსულში რჩება.


აჩვენა, რომ ზოგი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ზოგი კი ჭირვეულობს და ჯიუტდება.


გიგა ბოკერიამ აჩვენა, რომ ვერ გადაისწავლა ძველი ნაციონალური მოძრაობის გაჯიუტება, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება ჰქონდა იმდროინდელ ენმ-ს: ქვას ააგდებდნენ და თავს შეუშვერდნენ ხოლმე, რაც არ უნდა სიმართლე მდგარიყო მეორე მხარეს. ამას აკეთებდნენ დემონსტრაციულად, რომ ეჩვენებინათ - ძალა აღმართს ხნავსო. ამჟამინდელმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი რამე ისწავლა და ეგ სიჯიუტე მოიშორა, მაგრამ პირადად გიგა ბოკერია დარჩა ძველ პოლიტიკოსად, რომელმაც საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლა. ის რჩება ზუსტად იმად, რაც იყო და ეს პრობლემაა.


პ.ს. წაუკითხეთ ეს სტატუსი გიგას ხმამაღლა და გამოთქმით, იქნებ მიხვდეს რამეს,“ - წერს ბაია პატარაია.


იქამდე თამარ ჩერგოლეიშვილმა სტატუსი დაწერა და ბაია პატარიას მისამართით:


„ბაია პატარაიას ვინმემ აუხსნას, რომ ბოკერიას სიოს დანაბერზე რომ ერბინა, რელიგიური უმცირესობები ისევ თავგადაპარსულები იქნებოდნენ.


ფიგურალურად ვამბობ, ცხადია (სხვების როლს არ ვაკნინებ) – ასე უფრო გასაგებია ჩემი გზავნილი დიადი პოლიტიკური შტურმანის და სიოთა ამომცნობის, ქალბატონი ბაიას მიმართ.


p.s. თვითონ ვერ გაიგებს ალბათ – სიოს მიმართულებით გადახრა ნორმა ჰგონია“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.