ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია

  • 3 ივლისი 19:25

დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნიკოლეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი.

„რუსთავი 2-ზე“ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილ ჭაკუას საქართველოში ექსტრადაციაა ასახული. ცნობისათვის ჭაკუა წინა, „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ. იმედია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.