რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას გოგონას მეგობარმა, რომლის დაბადების დღეზეც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა

  • primetime.ge
  • 3 ივლისი 19:13

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი მოწმის, ბარბარე ურიდიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მცხეთის აგარაკზე, მისი მეგობრის ანი გაბეჩავას დაბადების დღის აღსანიშავ წვეულებაზე.

პრაიმტაიმი აქვეყნებს მოწმის ანი გაბეჩავის დაქალის ბარბარე ურიდიას ჩვენებას:


„2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 7 საათზე ჩემსა და ანის საერთო მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ ჩემთან უბანში.


შეკრებისას ვიყავით მე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ვახო ახვლედიანი, კონსტანტინე ღიბრაძე, გუგა მაჭავარიანი, ნიკა ხოჯევანიშვილი და კახა კვაჭანტირაძე.


ზუსტად არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა იქირავეს ტაქსი, კერძოდ ვერცხლისფერი „მინი ვენი“, რომელშიც ჩავსხედით და გავემგზავრეთ მცხეთაში, ანის დაბადების დღის აღსანიშნავ ადგილას…


ადგილზე მისვლისას სახლში დაგვხდა ანი და მისი 7, ან 8 მეგობარი, რომელთაც მე არ ვიცნობდი.


ანის წვეულების გასამართად ყველაფერი მზად ჰქონდა, მხოლოდ ჩვენ გველოდებოდნენ.


ჩვენ ამოვიტანეთ მუსიკალური აპარატურა, რომელზეც უნდა დაეკრა კონსტანტინე ღიბრაძეს, ანუ დიჯეის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.


აპარატურის აწყობის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ გართობა და დროს ტარება.


ჩვენი ამოსვლის შემდგომ დროთა განმავლობაში ამოდიოდნენ ჩემი და ანის საერთო მეგობრები და ასევე ანის ისეთი მეგობრები, ვისაც მე არ ვიცნობდი.


საბოლოო ჯამში ანის დაბადების დღეზე დაახლოებით 20 ჩემთვის ნაცნობი პიროვნება შეიკრიბა“- ბარბარე ურიდიას ჩვენებაში.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge