როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვერდით კარგი პარტნიორი გვყავს

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 17:29

ცხოვრებაში ბევრი რამაა სარისკო და მათ შორის, ყველაზე სარისკო რამ სიყვარულია, რადგანაც წინასწარ არასდროს იცით, როგორი დასასრული ექნება მას.

შეყვარებული ადამიანი თვლის, რომ ყველაფერი მუდმივად ისეთივე  რომანტიკული იქნება, როგორც დასაწყისში – ჩახუტება, ვნებიანი კოცნა, საჩუქრები და დაუსრულებელი სასიყვარულო სიტყვები.


ურთიერთობის შუა ნაწილში ადამიანები უფრო რეალისტები ხდებიან, მეტად აღიქვამენ სინამდვილეს და ამავდროულად, აქვთ განცდა, რომ გვერდით ჰყავთ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ რამეს გაუზიარებენ.

1. დარჩით მასთან, ვინც ჩხუბის შემდეგ, ღამის 3 საათზე დაგირეკავთ იმის გამო, რომ დარწმუნდეს, კარგად ხართ, რომ არ დარდობთ.


2. დარჩით ბიჭთან, რომელიც არ დაგტოვებთ მარტო მაშინ, როცა შფოთვა და დეპრესია გაწუხებთ, ან რაიმე სხვა პრობლემა გაქვთ. მიაწოდეთ თქვენი პრობლემის შესახებ ინფორმაცია და მიეცით საშუალება დაგეხმაროთ. 


3. დარჩით ბიჭთან, რომელმაც შიშველი გნახათ და უყვარხართ ყველა თქვენი ნაკლოვანებით.


4. დარჩით ბიჭთან, რომელსაც თქვენთან მხოლოდ სექსი არ უნდა, რომელიც თქვენ გვერდითაა როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.


5. დარჩით ბიჭთან, რომელიც არ გეკითხებათ, თუ რატომ ხართ ისეთი როგორიც ხართ. რომელიც არ ცდილობს თქვენს შეცვლას და ამის ნაცვლად, ყოველ დღე შეგახსენებთ, რომ უნიკალური ხართ და მოსწონს თქვენი უნიკალური სილამაზე.


6. დარჩით ბიჭთან, რომელთანაც არ გეშინიათ, რომ თქვენი ნამდვილი სახე გამოავლინოთ. რომელთანაც ნამდვილი ხართ. რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გაიზარდოთ პროფესიულად, პიროვნულად. რომელიც არ გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში.


7. დარჩით ბიჭთან, რომელსაც უყვარხართ თქვენი ნაკლოვანებებით….იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული ადამიანში არ ეძებს სრულყოფილებას.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge