გერმანიის კანცლერი პირბადით პირველად გამოჩნდა

  • 1tv.ge
  • 3 ივლისი 17:20

 ანგელა მერკელი ბუნდესტაგში პირბადით პირველად გამოჩნდა. 

„როიტერის“ ინფორმაციით, მერკელმა პირბადე მას შემდეგ გაიკეთა, რაც ერთ-ერთი კონფერენციის დროს ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ ითვალისწინებდა კანცლერი მის მიერვე შემოღებულ წესებს და არ ატარებდა პირბადეს.


მერკელმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის სოციალურ დისტანციას იცავს, ხოლო როცა ეს შეუძლებელია, პირბადესაც იკეთებს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge