"ერთმმართველობამ ერი დაღუპვამდე მიიყვანა"- რას ამბობს მეუფე იაკობი ?

  • 20 ნოემბერი 22:00

გადაცემაში "მთავარი" ბოდბის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე 

საუბრობს. 

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, ნაპოლეონს ეთანხმება რომ   ყველაფერია მოსალოდნელი.


"საქართველოს პატრიარქმა ამბიონიდან შემთხვევით არ იქადაგა ნაპოლეონის სიტყვები დიდებიდან სასაცილოობამდე ერთი ნაბიჯია."- ამბობს მეუფე.


მისი თქმით ერთპარტიული მმართველობა ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანს.


"ერთპარტიულმა მმართველობამ, ერი დაღუპვამდე მიიყვანა სააკაშვილის დროსაც და შევარდნაძის დროსაც. ერთპარტიული მმართველობა ცუდია ახლაც განმეორდება ისტორიის მაგალითი. ძალა არის ხალხთან, ეკლესია იქნება იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი."- განაცხადა მეუფე იაკობმა.


მეუფის აზრით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჰგავს ბოლშევიკებს.