ილონ მასკის დედა წიგნის სათარგმნად საქართველოში გამომცემლობას ეძებს

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 13:13

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკის დედამ, მეი მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ საკუთარი წიგნის გადასათარგმნად საქართველოში გამომცემლობას ეძებს.

მის პოსტს ქართველი გამომცემლები თუ თარჯიმნები უკვე გამოეხმაურნენ.


მილიარდერის დედა თავის წიგნი, სახელწოდებით „ქალი ადგენს გეგმას“ (Women Makes a Plan), მკითხველს საკუთარი ცხოვრების გამოცდილებას უზიარებს.


როგორც თავად 71 წლის მეი აღწერს, წიგნი მოგვითხრობს „ცხოვრების თავგადასავლებზე, სილამაზესა და წარმატებაზე“. 

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge