„თუ ფული გაქვს, გაამდიდრე „აირზენა“, იმოგზაურე და კორონაც არ გადაგედება“ - მარიამ კუკუნაშვილი

  • 3 ივლისი 12:54

სუროგაციის ცენტრის „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

„მეგობრებო, იურისტების და ამერიკაში მცხოვრები მეგობრების დახმარებით ზუსტად გავარკვიე რომ ამერიკა ტურისტებს უშვებს უკვე საჰაერო გზით ჩასვლის შემთხვევაში...მოიხსნა ყველგან ფრენების აკრძალვა საქართველოს გარდა...ყ ვ ე ლ გ ა ნ!


თურქიში და KLM ამსტერდამიდან ყოველდღე ასრულებენ რეისებს ამერიკის ქალაქების მიმართულებით...გაუმარჯოს აირზენას მონოპოლიას..არათუ ტურიზმი, ანტიმონოპოლიური სამსახურიც აღარ მუშაობს ქვეყანაში.1400 ლარი ერთი გზა ამსტერდამამდე აირზენათი...თუ ფული გაქვს გაამდიდრე აირზენა, იმოგზაურე რამდენიც გინდა და კორონაც არ გადაგედება, თუ არადა ისხედით სახლებში და უსმინეთ ამათ ბჟუტურს"- წერს მარიამ კუკუნაშვილი.