კიმ ჩენ ინი: ჩრდილო კორეას COVID-19-თან ბრძოლაში ბრწყინვალე შედეგები აქვს

  • edition.cnn.com
  • 3 ივლისი 13:05

ჩრდილო კორეის ლიდერმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის პოლიტიკა შეაფასა. 

კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეამ სხვა ქვეყნებზე ადრე შეძლო ვირუსის შეჩერება და, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, შეინარჩუნა სტაბილური ანტიეპიდემიური სიტუაცია, რაც შესანიშნავი შედეგი და ბრწყინვალე წარმატებაა. თუმცა აქვე გააფრთხილა მთავრობა, რომ ადრეული პრევენციული ზომების მიღება დამანგრეველი იყოს ქვეყნისთვის.


ამასთან, ჩრდილო კორეის ლიდერმა გაათავისუფლა ხელისუფლების ყველა პირი, ვინც განაცხადა, რომ გლობალური კრიზისი ჯერ არ დამთავრებულა და რომ შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაწესდეს ქვეყანაში.


„ანტიეპიდემიური ზომების და შეზღუდვების მიღება წარმოუდგენელ და დამანგრეველ კრიზისს გამოიწვევს“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.


გარდა ამისა, გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვდება ჩრდილო კორეის ლიდერი ხელისუფლების სხვადასხვა ოფიციალურ პირებს. მათ შორის კი არც დისტანციაა დაცული, არც - პირბადე უკეთია რომელიმეს.


თუმცა, როგორც CNN-ს სანდო წყარომ განუცხადა, ქუჩებში, ადგილობრივი მოსახლეობა თავად იცავს სოციალურ დისტანციას და იყენებს პირბადეს. ამასთან, წყაროს განმარტებით, დედაქალაქში მოიხსნა შეზღუდვები, მაღაზიები და სასტუმროები ღიაა, სკოლები კი ივნისში გაიხსნა.


წყაროს ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ვირუსს სწორად მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანში არავის ჩატარებია ტესტი.


გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში კიმ ჩენ ინი პირველად გამოვიდა საჯაროდ. ჩრდილო კორეის ახალგაზრდა ლიდერი გასულ წლებში ხშირად ჩნდებოდა საჯარო შეხვედრებზე. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ლიდერი აპრილში, მაისსა და ივნისში მხოლოდ შვიდჯერ გამოჩნდა. როდესაც ამ პერიოდში 2018 და 2019 წლებში დაახლოებით 45-46-ჯერ მაინც წარდგა პრესის და საზოგადოების წინაშე.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში 922 ადამიანი გაიტესტა, მათგან არცერთს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა. ჩრდილო კორეის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 25 მილიონი ადამიანია, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული რიცხვი, რადგან ოფიციალური ფხენიანი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს არ ასაჯაროვებს.  

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com