წმენდს თუ არა ყვავილები სახლში ჰაერს?

  • imedinews.ge
  • 3 ივლისი 12:21

მაშინაც კი, როდესაც სახლს რეგულარულად ალაგებთ, მავნე ნივთიერებები მაინც გროვდება. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება 2-3-ჯერ უფრო მეტი იყოს, ვიდრე - ქუჩაში.

მართალია თუ არა, რომ ყვავილები სახლში ჰაერს წმენდს? 


შესაძლებელია, მაგრამ ამას ჰაერის ხარისხზე გავლენა არ აქვს. დღეისათვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ოთახის მცენარე ჰაერს წმენდს. თუ სახლში ქოთნის ყვავილები გაქვთ ან მათ მოშენებას აპირებთ, ძალიან ხშირად ნუ მორწყავთ. ტენიან ნიადაგში იმის უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ მომრავლდნენ მიკროორგანიზმები, რომლებიც ალერგიული ადამიანებისთვის პოტენციურად საშიშია.


რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სახლში ჰაერი სუფთა იყოს?


-    დაბინძურების წყაროები თავიდან მოიცილეთ; მოიშორეთ ხალიჩები, რბილი სათამაშოები, მძიმე ფარდები ან პატარ-პატარა წვრილმანები, რომლებშიც მტვრის ტკიპები შეიძლება დაბუდდნენ. 


-    შეწყვიტეთ სახლში მოწევა; რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ამ მავნე ჩვევაზე საერთოდ უარს იტყვით. 


-    ნუ შეინახავთ სახლში საღებავების, გამხსნელებისა და სხვა ქიმიკატების ნარჩენებს; 


-    ნუ იყიდით მერქანბურბუშელოვანი ფილისგან დამზადებულ ავეჯს;


-    რეკომენდებულია სავენტილაციო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მისი გაუმჯობესება; 


-    ოთახები ხშირად გაანიავეთ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge