Tesla კაპიტალიზაციით Coca-Cola-ს, Walt Disney-ს და Toyota-ს უსწრებს

  • commersant.ge
  • 3 ივლისი 12:09

ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს თითოეული აქციის ფასი 1120 დოლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 210 მილიარდი დოლარია.

ილონ მასკის კომპანიამ ასევე გადაასწრო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Coca-Cola, Walt Disney, Cisco, და Exxon Mobil-ი. ამჟამად Tesla უფრო ძვირი ღირს, ვიდრე PayPal-ი, კომპანია რომელიც ასევე მასკის მიერ არის დაფუძნებული.


S&P 500-ის ამჟამინდელ სიაში მხოლოდ 19 კომპანიაა ისეთი, რომელიც კაპიტალზაციით Tesla-ზე წინ დგას. მიმდინარე წელს, კომპანიის აქციების ფასი 170 პროცენტით არის გაზრდილი.


 

სრული ვერსიის ნახვა commersant.ge