„ჯილეხით შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს“ - ინფექციონისტი გია დეისაძე

  • pia.ge
  • 3 ივლისი 12:08

საქართველოში, კერძოდ კი თიანეთში, მწვავე ინფექციური დაავადების ჯილეხის, იგივე ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა. რამდენად საშიშია ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის და როგორ დავიცვათ მისგან თავი, pia.ge-ს კითხვებს ინფექციონისტი გია დეისაძე პასუხობს:

– ვინ შეიძლება დაავადდეს ჯილეხით?


– ჯილეხით, ძირითადად, ავადდებიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ ცხოველებთან კონტაქტი, განსაკუთრებით, თუ ეს ცხოველი არის დაავადებული. 


ასევე, ჯილეხით შესაძლოა დაავადდნენ ყასბები, მწყემსები, გლეხები და ასევე ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაავადებული საქონლის ხორცს შემთხვევით იყიდის. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ნაკლებად ხდება, შედარებით იშვიათია. 


– როგორ უნდა დავიცვათ თავი ჯილეხისგან?


– დაუშვებელია, მწყემსმა გაყიდოს ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი - ამით სხვა ადამიანის დაავადების საფრთხე გაცილებით იზრდება, რადგან ცხოველის სისხლშია ეს ინფექცია.


რაც შეეხება თავის დაცვას, პირველ რიგში, თუკი ცხოველი ჯილეხით არის დაავადებული, მისი შესაბამისი დროული აცრა უნდა მოხდეს, ამით, ფაქტობრივად, ვამცირებთ დაავადების გავრცელების რიკს. 


განსაკუთრებით საყურადღებოა ცხოველები ზაფხულის პერიოდში, ამ დროს ნებისმიერმა მწყემსმა უნდა აცრას თავისი პირუტყვი.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge