ხათუნა ხოფერია: შეიგინეთ მაინც, ასე ჩუმად და უსიტყვოდ ამდენი კაცის „გატრუპვა“ გაგონილა?

  • 3 ივლისი 10:40

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იპოდრომის ადგილას თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის საკითხს ეხმიანება,

 

1. „ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს ვერ აცდება! პანდემიის მეორე ეტაპი შიმშილი იქნება”- განაცხადეს კასტილიანელებმა. ნწ, ნწ… თქვა ივანიშვილ - გახარიას ტამდემმა და ხელფასები, პენსიები გაზარდა!


2. „ხეგლეჯია ანადგურებს ყველაფერს! გადარგვით უნიკალური ჯიშის ხეები განადგურდება!”- დაასკვნეს ცოცხოსნებმა. წადი თქვენი ქარაქუცა პატრონის დედაცო, გაიფიქრა ივანიშვილმა და უნიკალური, საშვილთაშვილო დენდროლოგიური პარკი გახსნა.


3. „იპოდრომის ტერიტორია იყიდება. საშინელებას გეგმავს ხელისუფლება”- შეიცხადეს იპოდრომის და წყნეთის მიწების ნაცბარიგებმა. ფუ, თქვენი დაუნახავი, საქართველოს მტერი დედა ვატირეთო - გაიფიქრა ბიძინამ და კალამ და იპოდრომზე დასასვენებელი პარკის, კორტების და ბასეინის მშენებლობა დაიწყეს!


4. „აქ ჭაობია და არაფერიც არ აშენდება”- თქვა ქალბატონმა ლევან ბერძენიშვილმა.


უფ, რახან შენ იტყვიო, ჩაიცინა ივანიშვილმა და ეკა ხვედელიძემ და ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაგანია პანდემიის მიუხედავად, ჩვენი მომავლისთვის ჩაგვახუტა!


5.6. 7. 8.აბასთუმანი, წყალტუბო, ვაკის სტუდქალაქი, რიკოთის უღელტეხილი, სოფელი თურსა…


ჰო და, ასე ამირანივით გულში ღიღინ-ღიღინით კეთდება ეს საშვილთაშვილო საქმეები და რას გეტყვით იცი?!… რას ახავლებთ ამ ცოცხალმკვდრებს ამდენს… დავიწვი ამათი საცოდაობით! ე, ბიჭო, შეაგინეთ მაინც… დურუ უფროსის ხათრით!…


ასე ჩუმად და უსიტყვოდ ამდენი კაცის „გატრუპვა” გაგონილა?….”


ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იპოდრომის ადგილას თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა.