ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა

  • 20 ნოემბერი 17:14

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.41 თეთრი შეადგინა.
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2956 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2917 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.
 
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5229 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.8444 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ნოემბერიდან  შევა ძალაში.