შეყვარებული ადამიანის ტომოგრაფიაში აღმოჩენილი საინტერესო მოვლენები

  • perla.ge
  • 2 ივლისი 20:09

ამერიკელი მეცნიერები იმ მიჯაჭვულობას, რომელიც სიყვარულს ახლავს, უწოდებენ „ვიღაცას, ვინც ჩვენს თავშია ჩასახლებული“.

ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნოვატორული ექსპერიმენტის ფარგლებში 37 ყურებამდე შეყვარებული ადამიანი მაგნიტორეზონანსულ სკანერში მოათავსეს.
კვლევამ აჩვენა, რომ სიყვარული ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მდიდარია ნივთიერება დოპამინით და ის, თავის მხრივ, ტვინის „გაბედნიერებას“ უწყობს ხელს.
სწორედ ტვინის ეს ბირთვია პასუხისმგებელი ადამიანის სურვილებზე, მოტივაციაზე, კონცენტრაციასა და ვნებებზე.
საინტერესოა, რომ სწორედ აქ წარმოიქმნება ეიფორიული განწყობა, რომელიც ადამიანს კოკაინის მიღების შედეგად ეუფლება.


 


რაც შეხება სიყვარულის ხანგრძლივობას, მეციერები ვარაუდობენ რომ ამ გრძნობის ხანგრძლივობა 1,5-3 წელია. თუ გავითვალისწინეთ მთელ რიგ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შეყვარებულობისას ადამიანის ორგანიზმში ხდება, სიყვარული ფიზიკურად ვერ გაგრძელდება 1,5 წელზე მეტ ხანს. ამ პერიოდის შემდეგ ადამიანში ენდოკრინული ჯირკვლების მიერ ქიმიური ნივთიერებათა ინტენსიური გამოყოფა უბრუნდება საწყის (შეყვარებულობამდე) ნორმას.


შესაბამისად, თუ ადამიანებს მხოლოდ ქიმია აერთიანებთ, მათი კავშირი 1,5-3 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს. ხდება „განელება“ და ამასთან საერთო ინტერესები და მიზნები, როგორც დამაკავშირებელი კომპონენტები, აზრს კარგავენ. საბედნიეროდ ადამიანებს მხოლოდ ქიმია არ აკავშირებთ და ამისი მაგალითია უამრავი ერთად დაბერებული მოსიყვარული წყვილი.


 

სრული ვერსიის ნახვა perla.ge