იცით, რას ნიშნავს ტანსაცმლის იარლიყზე ეს 26 ნიშანი?

  • perla.ge
  • 2 ივლისი 19:39

ნებისმიერი ტანსაცმელის იარლიყზე გამოსახულია ნიშნები. ბევრმა მათი მნიშვნელობა არ იცის. ზოგი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, ზოგი კი - საერთოდ აჭრის.

ამ ნიშნების ცოდნა და  ყურადღებით მოპყრობა ნამდვილად გამოგადგებათ, რათა სამოსმა დიდი ხნით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.


1.  ხელით ან ავტომატით რეცხვა;


2.  გარეცხვა არ შეიძლება;


3.  შეიძლება მხოლოდ ხელით რეცხვა;  


4.  ხელით ან ავტომატით რეცხვა მითითებულ ტემპერატურაზე;


5.  ხელით ან ავტომატით რეცხვა  (დელიკატური პროგრამით) არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;


6.  ძალიან დელიკატური რეცხვა, მინიმალური ქიმიური დამუშავებით, არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;


7. შესაძლებელია ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალების გამოყენება მხოლოდ ცივ წყალში. მიაქციეთ ყურადღება, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე იყოს გახსნილი (გაზავებული);


8. არ შეიძლება მათეთრებელი საშუალების გამოყენება;


9. შეიძლება გაუთოვება.


10. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ჩართული უთო;


11. გამოიყენეთ საშუალო ტემპერატურაზე ჩართული უთო;


12. შესაძლებელია დანამვა და დაუთოვება მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართული უთოთი.


13. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება სუსტი წმენდა - მხოლოდ მშრალი დამუშავება);


14. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხსნელი საშუალებით);


15. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეთანით- monoftortrihlormetanom);


16. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნაშირწყალბადებით და ტრიფთორტრიხლორმეთანით- triftortrihlormetana);


17. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება წმენდა ნახშირწყალბადებით, ქლორით, ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეტანით- monoftortrihlormetanom. შესაძლებელია ცოტა რაოდენობის წყლის დამატება და ასევე საჭიროა მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლი)


18. მიმართეთ ქიმწმენდას (საჭიროებს მხოლოდ ნახშირწყალბადების და ტრიფტორტრიქლორმეტანომით-triftortrihlormetanom დამუშავებას. შესაძლებელია ცოტაოდენი წყლის დამატება, საჭიროებს მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლს და შეიძლება გაიწუროს და გაშრეს სარეცხ მანქანაში);


19. შეიძლება გაწუროთ და გააშროთ სარეცხ მანქანაში;


20. სარეცხ მანქანაში ან საშრობში გაშრობა აკრძალულია;


21. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში დაბალ ტემპერატურაზე;


22. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში მაღალ ტემპერატურაზე;


23. გაწურვის შემდეგ შეგიძლიათ ვერტიკალურად დაკიდოთ;


24. გააშრეთ გაწურვის გარეშე;


25. გააშრეთ ჰორიზონტლურ ზედაპირზე მოთავსებული;


26. არ შეიძლება მზეზე გაშრობა (ადვილად ხუნდება მზეზე). 

სრული ვერსიის ნახვა perla.ge